Sunday, October 25, 2015

მეორე დღის რეფლექსია

   ტრენინგის მეორე დღის დაწყებამდე ვფიქრობდი პროექტის თემის სახელწოდებაზე და გადავწყვიტე პროექტი გამეკეთებინა ჭადრაკის სწავლებაზე. ვფიქრობ, მოსწავლეთათვის საინტერესო იქნება ჭადრაკის შექმნის ისტორია, თამაშის კულტურის გაცნობა, ფიგურათა დასახელებები და მათი განლაგება დაფაზე, Online რეჟიმში სახალისო ამოცანების ამოხსნა და სხვა.
   
ტრენინგზე ყოფნისას ჩამოვყალიბდით თემის მოკლე მონახაზზე, ყურადღება გავამახვილეთ პროექტის სახელზე. შევარჩიეთ სტანდარტიეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გავეცანით იმ შედეგებს, რაც მოსწავლემ უნდა მიაღწიოს პროექტის ბოლოს. გავეცანით ბლუმის განახლებულ ტაქსონომიას.
   ვისწავლეთ ბლოგზე სურათის და გამოკითხვის განთავსება.

No comments:

Post a Comment