Friday, November 20, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

 პროექტის დასასრულს მოვემზადეთ საკუთარი პროექტის პრეზენტაციისათვის. მსგავსმა აქტივობამ დამაფიქრა მოსწავლის ემოციებზე პრეზენტაციის დროს. პროექტს შევხედე მოსწავლის თვალით და აღმოვაჩინე, როგორც საინტერესო, ასევე ბავშვისთვის დამღლელი საკითხები.
   გავეცანი ტრენინგის მონაწილეების პროექტის თემებს მათი პრეზენტაციებით. შევიტყე უამრავი საინტერესო ინფორმაცია და დავფიქრდი პროექტის მნიშვნელობაზე სწავლების დროს. ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი აზრი და გამოცდილება, რაც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.
   რეალურად, თანამედროვე ბავშვებს სწავლების დროს სჭირდებათ მეტი თავისუფლება და მათთვის უდაოდ საინტერესო იქნება პროექტზე მუშაობა, რადგან პროექტი მოიცავს არა მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნას, არამედ ზოგად განათლებას, უნარებს, შემოქმედებითობას, ახალი უნარების აღმოჩენას, რაც მოსწავლეს მოტივაციას უვითარებს.
   ჩემთვის ტრენინგის არცერთი დღე ყოფილა დამღლელი, რაც განპირობებული იყო ჩვენი ტრენერის ენერგიულობით და დადებითი აურით. მივიღე უამრავი საინტერესო ინფორმაცია, რასაც რეალურად გამოვიყენებ სწავლებისას. 

Sunday, November 15, 2015

მერვე დღის რეფლექსია

   პროექტის მერვე დღეს შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების ველი, სადაც ცალ-ცალკე შევიყვანეთ სპეციალური საჭიროების, არაქართულენოვანი და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეების სწავლება. ვიმსჯელეთ, თუ რა დავალებებს შევთავაზებთ სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებს.
   
პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ  შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი და წინასწარ განვსაზღვრეთ მოსწავლეთა საბაზისო უნარ-ჩვევები, რაც მოსწავლემ უნდა იცოდეს იმისათვის, რომ შეძლოს პროექტზე მუშაობა.
    Google Drive-ს გამოყენებით ჩვენი პორტფოლიოს ბმული გავაზიარეთ ბლოგზე, 
ვიმსჯელეთ ეფექტური პრეზენტაციის ეფექტურ ხერხებზე 
და მოვემზადეთ საკუთარი პროექტის პრეზენტაციისათვის.
   ვიმუშავეთ საკუთარი ბლოგების სრულყოფაზე. შევცვალეთ და დავხვეწეთ დიზაინი.
   დღევანდელმა დღემ საბოლოოდ გამააზრებინა და დამანახა საკუთარი პროექტის მიმდინარეობა და დამაფიქრა პრეზენტაციის მიმდინარეობაზე.

Saturday, November 14, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

    პროექტის მეშვიდე დღეს პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ  შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი და წინასწარ განვსაზღვრეთ მოსწავლეთა საბაზისო უნარ-ჩვევები, რაც მოსწავლემ უნდა იცოდეს იმისათვის, რომ შეძლოს პროექტზე მუშაობა. პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ სასწავლო პროცედურის გრაფა, აღვწერეთ პროექტის უშუალო მიმდინარეობა. 
    
   გავეცანით, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპირების ნიმუშს და ჩვენი შექმნილი პრეზენტაციის შესაბამისად ჩავასწორეთ ფორმა, დავტოვეთ შეფასების ის კრიტერიუმები, რაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა და კრიტერიუმების საფუძველზე დავადგინეთ მაქსიმალური ქულა. მაქსიმალური ქულის შესაბამისად დავადგინეთ ზუსტი შეფასება.
   განვიხილეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლის შეფასების დოკუმენტი და მოვინიშნეთ მნიშვნელოვანი საკითხები.
      გავეცანით პრეზენტაციას თემაზე „ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს“. ვისწავლეთ, რომ ინდივიდუალური განსხვავებები იყოფა სამ კომპონენტად: აღქმის სტილი, ტვინის ჰემოსფეროების დომინირება და მრავალმხრივი ინტელექტი. როგორც ცნობილია, ადამიანი ინფორმაციას იღებს შეგრძნების 5 ძირითადი მოდალობის გზით: მხედველობა, სმენა, შეგრძნება, გემო, სუნი. ყოველივე ამის მიხედვით გავაანალიზეთ როგორი აღქმის სტილი აქვს კონკრეტულ მოსწავლეს განვითარებული. განვიხილეთ ტვინის ჰემოსფეროების დომინირება სხადასხვა ადამიანში.


Sunday, November 8, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

    ტრენინგის მეექვსე დღეს განვაგრძეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე Power Point-ში , სავარაუდო პრეზენტაციის სათაურად შევარჩიე ინდოეთი - ჭადრაკის სამშობლო". პრეზენტაციის შექმნა დამეხმარა მოსწავლის თვალით დამენახა პროექტის მიმდინარეობა. 
      მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშისს დასრულების შემდეგ Google Drive-ის დახმარებით Gmail-ზე ხელახლა ავტვირთეთ საკუთარი საქაღალდე და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი განვათავსეთ ბლოგზე.
      
ჩვენი პროექტის შესაბამისად Youtube-დან ბლოგზე განვათავსეთ ვიდეო.
      გავეცანით პრეზენტაციას „რა არის საავტორო უფლებები“ და ვისწავლეთ ინფორმაციის ლეგიტიმური გამოყენების წესები. გავეცანით ბიბლიოგრაფიის შაბლონს.  

      დღევანდელი ტრენინგი დამეხმარა მოსწავლის თვალით დამენახა ჩემი პროექტი.

Top 8 არასწორი სვლა ჭადრაკში

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Saturday, November 7, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღეს გავიმეორეთ gmail-ზე მუშაობის წესები. განვიხილეთ მესამე მოდული - კავშირები, სადაც გავეცანით კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგად წესებს, უკუკავშირის სახეებს, რჩევებს და მეთოდებს უკუკავშირისათვის.
   Google Drive-ს გამოყენებით ვისწავლეთ ნებისმიერი ფაილის გაზიარება ერთმანეთისათვის და კომენტარის, თუ შენიშვნის გაკეთება გაზიარებულ ფაილზე.
   გავეცანით საავტორო უფლებებს, რასაც გამოვიყენებთ ჩვენთვის და ასევე, გავაცნობთ მოსწავლეებს.
ტრენინგის მსვლელობისას Power Point-ის გამოყენებით მოვამზადეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია, რამაც უკეთ გამაანალიზებინა და მოსწავლის თვალით დამანახა პროექტი. დავფიქრდი პრეზენტაციის სრულყოფაზე, ინფორმაციის მნიშვნელობასა და ნაშრომის დიზაინზე.