პროექტის
დასასრულს მოვემზადეთ საკუთარი
პროექტის პრეზენტაციისათვის. მსგავსმა აქტივობამ დამაფიქრა მოსწავლის ემოციებზე
პრეზენტაციის დროს. პროექტს შევხედე მოსწავლის თვალით და აღმოვაჩინე, როგორც
საინტერესო, ასევე ბავშვისთვის დამღლელი საკითხები.
გავეცანი ტრენინგის მონაწილეების პროექტის თემებს მათი პრეზენტაციებით. შევიტყე უამრავი საინტერესო ინფორმაცია და დავფიქრდი პროექტის მნიშვნელობაზე სწავლების დროს. ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი აზრი და გამოცდილება, რაც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.
რეალურად, თანამედროვე ბავშვებს სწავლების დროს სჭირდებათ მეტი თავისუფლება და მათთვის უდაოდ საინტერესო იქნება პროექტზე მუშაობა, რადგან პროექტი მოიცავს არა მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნას, არამედ ზოგად განათლებას, უნარებს, შემოქმედებითობას, ახალი უნარების აღმოჩენას, რაც მოსწავლეს მოტივაციას უვითარებს.
ჩემთვის ტრენინგის არცერთი დღე ყოფილა დამღლელი, რაც განპირობებული იყო ჩვენი ტრენერის ენერგიულობით და დადებითი აურით. მივიღე უამრავი საინტერესო ინფორმაცია, რასაც რეალურად გამოვიყენებ სწავლებისას.

No comments:
Post a Comment