Saturday, November 14, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

    პროექტის მეშვიდე დღეს პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ  შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი და წინასწარ განვსაზღვრეთ მოსწავლეთა საბაზისო უნარ-ჩვევები, რაც მოსწავლემ უნდა იცოდეს იმისათვის, რომ შეძლოს პროექტზე მუშაობა. პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ სასწავლო პროცედურის გრაფა, აღვწერეთ პროექტის უშუალო მიმდინარეობა. 
    
   გავეცანით, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპირების ნიმუშს და ჩვენი შექმნილი პრეზენტაციის შესაბამისად ჩავასწორეთ ფორმა, დავტოვეთ შეფასების ის კრიტერიუმები, რაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა და კრიტერიუმების საფუძველზე დავადგინეთ მაქსიმალური ქულა. მაქსიმალური ქულის შესაბამისად დავადგინეთ ზუსტი შეფასება.
   განვიხილეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლის შეფასების დოკუმენტი და მოვინიშნეთ მნიშვნელოვანი საკითხები.
      გავეცანით პრეზენტაციას თემაზე „ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს“. ვისწავლეთ, რომ ინდივიდუალური განსხვავებები იყოფა სამ კომპონენტად: აღქმის სტილი, ტვინის ჰემოსფეროების დომინირება და მრავალმხრივი ინტელექტი. როგორც ცნობილია, ადამიანი ინფორმაციას იღებს შეგრძნების 5 ძირითადი მოდალობის გზით: მხედველობა, სმენა, შეგრძნება, გემო, სუნი. ყოველივე ამის მიხედვით გავაანალიზეთ როგორი აღქმის სტილი აქვს კონკრეტულ მოსწავლეს განვითარებული. განვიხილეთ ტვინის ჰემოსფეროების დომინირება სხადასხვა ადამიანში.


No comments:

Post a Comment